|
2021-08-25 20:01:26, 476 ნახვა
საზოგადოება
ცესკოს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა
2021 წლის არჩევნებისთვის რამდენიმე პრიორიტეტულ თემაზე იმსჯელეს დღეს გიორგი კალანდარიშვილმა და სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ. 2 ოქტომბრის არჩევნების უსაფრთხოების საკითხი, ხმის დათვლის პროცესის ვიდეო მონიტორინგის წესის განსაზღვრა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მონაწილეობა არჩევნებში, საჩივრების ელექტრონულად წარდგენის მნიშვნელობა - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია რაც დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს. -ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს სამსახური ავრცელებს. მათი ცნობოთ, მათთან ერთად მსჯელობაში ჩართული იყვნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სიორიძე და სახალხო დამცველის წარმომადგენელი ლიკა წიკლაური. „ვისაუბრეთ პანდემიის პირობებში არჩევნების ჩატარებისა და სამზადისის შესახებ რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამ მიმართულებით ახორციელებს. ჩვენ მუდმივად ვთანამშრომლობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან და მათგან ვიღებთ რეკომენდაციებს, რომელიც პროცესის სწორად წარმართვაში ძალიან გვეხმარება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ადმინისტრაცია ყველა ეტაპზე უზრუნველყოფს თანამშრომელთა სწრაფ ტესტირებას, ასევე წახალისებულია ვაქცინაციის პროცესი, რაც ყველა დონის საარჩევნო ადმინისტრაციაზე ვრცელდება,“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა. „მივიღე ინფორმაცია მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც გამჭვირვალობის და საჯაროობის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს უკავშირდება. ასევე ვისაუბრეთ წინა არჩევნებზე სახალხო დამცველის მიერ დაფიქსირებულ ხარვეზებზე და მათი გადაჭრის გზებზე. ვთვლი, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ინფორმირების კამპანიას, განსაკუთრებით კოვიდ პანდემიის პირობებში. ჩემი რეკომენდაციაც სწორედ ამას უკავშირდება, რომ აქტიური საინფორმაციო კამპანიით ადმინისტრაციამ ამომრჩევლებს მიაწოდოს ინფორმაცია, როგორ და რა პროცედურების გავლით მიიღებენ ისინი არჩევნებში მონაწილეობას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ლომჯარიამ.
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)