06:52 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-23 21:22:58, 458 ნახვა

საზოგადოება
„თბილსერვის ჯგუფსა“ და მომსახურების სფეროს, კომუნალურ და ბანკების მუშაკთა პროფესიულ კავშირს შორის შეთანხმება გაფორმდა

ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულების გაფორმებით დასრულდა „თბილსერვის ჯგუფის“ მემანქანეებსა და ადმინისტრაციას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები.-განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს 

მათი თქმით,შეთანხმებას ხელი  შპს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა რომეო მიქაუტაძემ და მომსახურების სფეროს, კომუნალურ და ბანკების მუშაკთა პროფესიული კავშირის ხელმძღვანელმა აკაკი გვალიამ  მოაწერეს.

"კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ  „თბილსერვის ჯგუფი“ დაპირებისამებ უზრუნველყოფს თანამშრომელთა ხელფასების ზრდას 2022 წლიდან. ასევე სექტემბრიდან შეივსება სპეცფორმების მარაგი, რომლის განახლებაც მუდმივად მიმდინარეობს.  შეთანხმება ასევე შეეხება სადაზღვევო პაკეტის, სწავლების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისთვის საჭირო თანხებს.

„რამდენიმეკვირიანი კონსულტაციები პროფკავშირებსა და „თბილსერვის ჯგუფს“ შორის დასრულდა და ყველა იმ პუნქტზე, რომელიც გაფიცულების მიერ იყო დაყენებული, მივაღწიეთ პოზიციების თანხვედრას. დღეს უკვე ხელი მოეწერა შეთანხმების დოკუმენტს“, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელმა რომეო მიქაუტაძემ.

მანვე მადლობა გადაუხადა ყველა თანამშრომელს, ვინც ყოველდღიურ რეჟიმში ზრუნავს ქალაქის სისუფთავეზე."-ნათქვამია განცხადებაში 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics