|
2021-08-20 13:26:07, 2093 ნახვა
ომი უკრაინაში
კოვიდინფიცირებული ორსულებისთვის ონლაინკლინიკა ამოქმედდება, რომელიც მეან-გინეკოლოგებით დაკომპლექტდება
ორსულების გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა, რაც უკიდურესად საგანგაშოა, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. როგორ გაბუნიამ აღნიშნა, ორსულებისთვის გაკეთდება ონლაინკლინიკა, რომელიც სპეციალურად იქნება დაკომპლექტებული მეან-გინეკოლოგებით, რომლებიც კონსულტაციას ბინაზე გაუწევენ. „ორსული თუ სადმე მივა ნებისმიერი მიზეზით სამედიცინო გამოკვლევაზე, მნიშვნელოვანია, მას შევთავაზოთ კოვიდტესტირება, ასევე ვმუშაობთ, რომ ცალკე ონლაინკლინიკა გაკეთდეს სპეციალურად დაკომპლექტებული მეან-გინეკოლოგებით, რომლებიც ბინაზე გაუწევენ კონსულტაციას კოვიდით ინფიცირებულ ორსულებს. დღევანდელ ონლაინკლინიკები ძირითად ოჯახის ექიმებით არის დაკომპლექტებული, მათაც შეუძლიათ ორსულის კონსულტირება, მაგრამ მაინც მნიშვნელოვნად ჩაითვალა, რომ მეტად სპეციალიზებული კონსულტაცია ჰქონდეთ“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)