|
2021-08-19 16:55:06, 809 ნახვა
საზოგადოება
გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილის მამა- ზურაბ ზვიადაური მუხიანის ტყეში თავიდანვე, ინცინდენტის დაწყებისთანავე იყო
წინანდალში, მომხდარი დაპირისპირების შედეგად, გარდაცვლილი ნიკა კენჭოშვილის მამამ „ტვ პირველს“ განუცხადა , რომ მისი ინფორმაციით ზვიადაური იქ იქამდე იყო სანამ სროლა დაიწყებოდა. „ჩემი ინფორმაციით, ზვიადაური იქ თავიდანვე (სანამ სროლა დაიწყებოდა) იყო. თვითმხილველებმა ასე მითხრეს. ტყუილია ის ინფორმაციაც, რომ ჩემი შვილი ზვიადაურმა მიიყვანა, ნიკა საავადმყოფოში გოგა და გაგა კენჭოშვილებმა გადაიყვანეს"- განაცხადა "ტვ პირველთან" ნიკა კენჭოშვილის მამამ. მისი თქმით, ჩხუბის დაწყების მიზეზი მუშებს შორის დაპირპირება იყო, სადაც კენჭოშვილიც ჩაერთო. „მე როგორც ვიცი, ჩხუბის მიზეზი გახდა ის, რომ ბრიგადის წევრებს, რომელშიც ჩემი შვილიც იყო, ფიცარზე მოუზელიათ ალიზი, რის გამოც დაიწყო შეხლა-შემოხლა. ვატოს, ამ ფირმის პრარაბს, დაარტყეს. დაბლა გადავარდნილა, ჩემი შვილი ამ დროს დაბლა მუშაბდა და ეს რომ დაინახა... უსამართლობას ვერ იტანდა ჩემი შვილი, მერე ჩაერთო"- აცხადებს გარდაცვლილის მამა.“ მოკლული ბიჭის მამა თვითმხილველებზე დაყრდნობით ყვება, რომ მუხიანის ტყეში ზურაბ ზვიადაური "ჩხუბისთვის მივიდა". „ჩხუბით და იარაღით არ უნდა მიხვიდე, მას რომ ეთქვა, შევრიგდეთ ძმებოო, ყველაფერი მოგვარდებოდა. მოკვლისთვის მივიდა ალბათ, ჩხუბისთვის მივიდა “ მოკლულის მამა ასევე განმარტა თუ რატომ ჰქონდა მის შვილს იარაღი. მისი თქმით, მოკლულს ნადირობა უყვარდა და სწორედ ამიტომ განვადებით უყიდეს სანადირო თოფი. "განვადებით, მე თვითონ ვაყიდინე ეს თოფი"- აცხადებს კენჭოშვილის მამა
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)