|
2021-08-19 12:32:20, 514 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „Chevening”-ის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი განათლების მხარდაჭერის მიზნით პროექტების განხორციელებას კვლავ განაგრძობს. ბანკის ჩართულობით, „Chevening“-ის 2022-2023 სასწავლო წლის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. პროგრამის ფარგლებში შერჩეულ 3 სტუდენტს საქართველოს ბანკი დიდ ბრიტანეთში სწავლას სრულად დაუფინანსებს. აღსანიშნავია, რომ დაფინანსება მოიცავს დიდი ბრიტანეთის საუკეთესო უნივერსიტეტებში არა მხოლოდ სწავლის საფასურის, არამედ ისეთი ხარჯების უზრუნველყოფას, როგორიცაა: ყოველთვიური სტიპენდია, მგზავრობა, დისერტაციის / თეზისის გრანტი და ვიზის გადასახადი. 2013 წლიდან მოყოლებული, უკვე 17-მა სტუდენტმა მიიღო უმაღლესი განათლება დიდ ბრიტანეთში საქართველოს ბანკისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის ერთობლივი ძალისხმევით. 2022-2023 სასწავლო წლისთვის აპლიკაციების მიღება 2021 წლის 2 ნოემბრამდე გაგრძელდება. დამატებითი ინფორმაციისთვის და „Chevening“-ის სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს: https://www.chevening.org/scholarship/georgia/
ვინ არის გენერალ-მაიორი მიხაილო დრაპატი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მეთაური
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
Wildberries-ის საწყობის ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა რუსეთის 53 რეგიონის წლიურ ბიუჯეტს გადააჭარბა
რეჟიმი სუს-ის იუბილის აღსანიშნავად 80 ათას ლარს უტენდეროდ დახარჯავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)