|
2021-08-18 12:09:13, 1974 ნახვა
ომი უკრაინაში
სამხედრო ექიმები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების შესაბამისად, ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო-სამედიცინო ჯგუფები მოსახლეობის ვაქცინაციის პროცესში უკვე ჩაერთვნენ. უწყების ცნობით, დღეს სამხედრო ექიმებით დაკომპლექტებული ჯგუფები შიდა ქართლის სოფლებში რამდენიმე ლოკაციაზე უზრუნველყოფდნენ ადგილობრივი მოსახლეობის ვაქცინაციას. აცრამდე მათ მოქალაქეებს ვაქცინაციის პროცესის შესახებ სრული ინფორმაცია მიაწოდეს და პირადად გაესაუბრნენ. მოსახლეობის მაღალი აქტივობა აღინიშნებოდა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო გომში. თავდაცვის უწყების მიერ შექმნილი მობილური სამხედრო - სამედიცინო ჯგუფები, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციით უზრუნველყოფენ ვაქცინაციის პროცესის ხელმისაწვდომობას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც არსებული ვაქცინაციის ლოკაციებით სარგებლობას ვერ ახერხებენ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)