|
2021-08-13 15:10:26, 2167 ნახვა
ომი უკრაინაში
პაატა იმნაძე-სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს
სამწუხარო კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს - ამის შესახებ დღეს გამართულ ვებინარზე , დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განცხადაა. მისი თქმით , „ დელტა“ შტამი ძალიან ჰგავს გაციებას, შესაბამისად თუ ადამიანებს სიმპტომები ექნება აუცილებლად უნდა ჩაიტარონ ტესტი „სამწუხაროდ, გარდაცვლილთა რაოდენობა მოიმატებს. ამიტომ, ავიცრათ, დავიცვათ დისტანცია და ვატაროთ პირბადე. „დელტას“ შტამი უფრო ჰგავს გაციებას, ვიდრე აქამდე არსებული შტამები ჰგავდა. ამიტომ, ვისაც გაციების სიმპტომები გექნებათ, აუცილებლად გაიტესტეთ. მოერიდეთ გარშემომყოფებს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ინფორმაცია, რომ ადამიანები, რომლებმაც იციან რომ ინციფირებული არიან, არ იცავენ წესებს, დადიან გარეთ და კიდევ უფრო ავრცელებენ ინფექციას. არ ვიცი რა ვუწოდო ასეთ ადამიანებს“,-განაცხადა იმნაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)