|
2021-08-11 11:44:34, 541 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება შპს „ალმამ“ მოიპოვა
დედაქალაქში გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლება შპს „ალმამ“ მოიპოვა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აუქციონში ორი დაინტერესებული სუბიექტი მონაწილეობდა. საბოლოოდ კი 15-წლიანი უფლება ორ ლოტად - 34 მლნ ლარად გაიყიდა. „გასულ კვირას დასრულდა გარე რეკლამების განთავსებაზე 15-წლიანი უფლების მოპოვებაზე გამოცხადებული აუქციონი, რომელშიც ორი დაინტერესებული სუბიექტი მონაწილეობდა. შედგა ვაჭრობა და გამარჯვებული გვყავს შპს „ალმა“. 15-წლიანი უფლება ჯამურად ორ ლოტად, 34 მლნ ლარად გაიყიდა, რომელსაც მუნიციპალიტეტი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მომდევნო ათი დღის განმავლობაში მიიღებს. როგორც კი გაფორმდება ხელშეკრულება, კომპანიას აქვს ვალდებულება, ეს თანხა დედაქალაქის ბიუჯეტში ჩარიცხოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, აღნიშნული თანხით მომდევნო წლებში დედაქალაქში საინტერესო პროექტები განხორციელდება.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)