|
2021-08-10 14:01:59, 1891 ნახვა
ომი უკრაინაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი გრძელდება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების „COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი გრძელდება. სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებს - 20 მეტყევეს „COVID-19“-ის საწინააღმდეგო აცრა ახალციხის ევექსის რეფერალურ ჰოსპიტალში ჩაუტარდათ. ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის, არჩილ ნიკოლეიშვილის განცხადებით, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების ვაქცინაციის პროცესი მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს. „ქვეყნის სტაბილური განვითარებისთვის პანდემიის მართვა და მისი სწრაფი დასრულება აუცილებელია. ვაქცინაცია სწორედ ამაში გვეხმარება. ჩვენს მეტყევეებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც გარემო პირობების გამო, ტყის ხანძრების რისკი ძალიან დიდია. უწყების თანამშრომელთა ვაქციანაცია მნიშვნელოვანია როგორც მათი ჯანმრთელობის დაცვის, ასევე სააგენტოს მაქსიმალურად შეუფერხებლად საქმიანობისთვის”, - განაცხადა არჩილ ნიკოლეიშვილმა. ვაქცინაციის პროცესს სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთში ბესიკ ამირანაშვილი დაესწრო - “დღეს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები „COVID-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ, ინფიცირების მაჩვენებელი ისევ და ისევ იზრდება ქვეყანაში, მათ შორის ჩვენს რეგიონშიც, მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, რომ აიცრას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ გარშემომყოფები,” - განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა.
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)