14:02 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-10 10:23:11, 1240 ნახვა

სამართალი
თბილისში, თოიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

თბილისში, თოიძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

„შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, მოსე თოიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შეინიშნებოდა დაკვამლიანება და საჭირო იყო მეხანძრე-მაშველების დახმარება. შეტყობინებაზე რეაგირება უმოკლეს დროში მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისული მორეაგირე ჯგუფების გადმოცემით, ხანძარი გავრცელებული იყო სამსართულიანი იტალიური ტიპის საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვაზე.

არსებობდა ცეცხლის უფრო დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის დროული ლოკალიზება და შემდგომში სრული ლიკვიდირება. ამ დროისთვის ადგილზე მიმდინარეობს ცალკეული მხრჩოლავი კერების წერტილოვანი დამუშავება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. თოიძის ქუჩაზე მუშაობდა 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფასდაკლებული პროდუქტის სამთავრობო პორტალი ჩაირთო
გვარაკიძე: კვლავ მკაცრი იყო პროკურატურის პოლიტიკა ოჯახურ დანაშაულზე, ყველას პატიმრობას ვითხოვდით
საქმე ეხება ფსიქოტროპული წამლებით უკანონო ვაჭრობას - დაკავებულია 17 პირი
რუსეთის კიდევ შვიდ რეგიონში ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დაწესდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics