|
2021-08-09 16:18:56, 388 ნახვა
საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გაზეთის The Financial ორგანიზებით გამართულ „მწვანე ბიზნესფორუმს” დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გაზეთის The Financial ორგანიზებით გამართულ „მწვანე ბიზნესფორუმს” დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას, მინისტრის მოადგილემ ყურადღება გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ფარგლებში სამინისტროს მიერ განხორციელებულ პროექტებზე, სეპარირებული შეგროვების სისტემის აუცილებლობაზე და ნარჩენების გადამუშავების პერსპექტივებზე გაამახვილა. „სამინისტროსთვის პრიორიტეტულია მწვანე ბიზნესინიციატივებზე საუბარი და მეტი კომუნიკაცია; ნებისმიერი ახალი ვალდებულების და სტანდარტის შემოღება კერძო სექტორისგან ინვესტირებას საჭიროებს. ამ მიმართულებით, სამინისტროს აქვს გეგმები, რომელიც მათ საქმიანობას წაახალისებს. მსგავსი ფორუმები, სახელმწიფო უწყებებისა და ბიზნესსექტორის მონაწილეობით, მნიშვნელოვანია გაგრძელდეს, რათა მოხდეს მეტი გარემოსდაცვითი ინიციატივის იდენტიფიცირება და სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა“, - განაცხადა ნინო თანდილაშვილმა. ფორუმის მონაწილეებმა მწვანე ეკონომიკისა და მწვანე ბიზნესის განვითარებაზე, მცირე და საშუალო საწარმოების ხელშეწყობაზე ისაუბრეს. ფორუმზე მომხსენებლები იყვნენ პარლამენტის გარემოსდაცვითი კომიტეტის თავჯდომარე მაია ბითაძე, კომპანიის „არემჯი“ დირექტორის მოადგილე გარემოსდაცვით საკითხებში, სანდრო დევიძე, და „ტოიოტა კავკასიის“ გარემოს დაცვის მენეჯერი, სალომე მშვილდაძე.
შსს-ს ცენზურის დეპარტამენტის წარმომადგენელი - სასამართლომ არ უნდა მიიღოს ფორმალური გადაწყვეტილებები
ევროპარლამენტარი მიხაელ გალერი: საბჭოთა საქართველო რეალობად იქცევა
FBI-ის ხელმძღვანელი რუსეთში „უჩვეულო და მგრძნობიარე“ ვიზიტს გეგმავს
ზურაბიშვილი ვახო სანაიას დაპატიმრებაზე: ტოტალური ცენზურა, რუსული სტილით
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)