|
2021-08-06 12:07:28, 456 ნახვა
საზოგადოება
მეხანძრე-მაშველებმა სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების სწავლება გაიარეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის თანამშრომლობის ოფისთან (US ODC) თანამშრომლობის ფარგლებში, სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების სწავლება გაიარეს. ბორჯომის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვარში ჩატარებულ სწავლებაში 30 მეხანძრე-მაშველი, ორ ჯგუფად მონაწილეობდა. ამერიკელმა ინსტრუქტორებმა ორი კვირის განმავლობაში, წყალზე სამაშველო ჯგუფის წევრებს სპეციალური პრაქტიკული კურსი ჩაუტარეს, რომლის მიზანი სწრაფ წყლებში სამაშველო ოპერაციების ჩატარების და წყლიდან მოქალაქის დროულად და უვნებლად გამოყვანის კუთხით ჯგუფის შესაძლებლობების გაუმჯობესება იყო. სწავლების ფარგლებში, მაშველები გადაემზადდნენ სპეციალური საბაგირო მაგისტრალების მომზადების, ძლიერ დინებაში წყალზე მცურავი საშუალებების და სამაშველო აღჭურვილობის გამოყენების მიმართულებითაც. პროექტის დასკვნითი ღონისძიება ბორჯომში გაიმართა. ღონისძიებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი და აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი დაესწრნენ. პროექტის ფარგლებში, ამერიკელი პარტნიორების მიერ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 30 მეხანძრე-მაშველისთვის შესყიდულ იქნა სპეციალური პირადი უსაფრთხოების ეკიპირება (სამაშველო ჩაფხუტი, კოსტუმი და ა. შ.)
სწავლებას ესწრებოდა თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიის სამხედროები და გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენელი, ჯამში 15 მონაწილე. წვრთნების დასრულებისადმი მიძღვნილი ღონისძიების დასასრულს აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა და გენერალ-მაიორმა ტომას კარდენმა სწავლების მონაწილეებს მიღებული ცოდნის დასადასტურებლად სპეციალური სერთიფიკატები გადასცეს.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)