|
2021-08-05 15:08:01, 373 ნახვა
საზოგადოება
გენერალ-მაიორი ტომას კარდენი წეროვანში აშშ-ის საელჩოს წიგნების კუთხის გახსნას დაესწრო
მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წიგნების კუთხე გაიხსნა. ღონისძიებას დაესწრო აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის გენერალ-ადიუტანტი, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი, რომელიც საქართველოში Agile Spirit 2021-ის დახურვის ღონისძიებაზე დასასწრებად ჩამოვიდა.-ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრეცელებს მათივე ცნობიღ, გენერალ-მაიორი ტომას კარდენი მარო მაყაშვილის სახელობის სამხედრო მოსამსახურეთა სარეაბილიტაციო ცენტრის შესაძლებლობებსაც გაეცნო, სადაც მას თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უმასპინძლეს. "ქართული და ინგლისურენოვანი ლიტერატურა სარეაბილიტაციო ცენტრს საქართველოში აშშ-ის საელჩოსა და აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ორგანიზებით გადაეცა. ღონისძიებას აშშ-ის საელჩოსა და ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები დაესწრნენ."-ნათქვამია განცხადებაში.
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა: ოცნების რეჟიმმა ავტორიტარიზმი დაამყარა, EU ვერ დარჩება დუმილის რეჟიმში
სირსკი: ჩემს შემცვლელს ვუტოვებ არმიას, რომელიც უტევს, იმედია, ეს გაგრძელდება
OpenAI: ავტონომიურმა AI-მ სხვა კომპანიის სისტემებში დამოუკიდებლად შეაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)