|
2021-08-04 17:33:15, 780 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ფრონტერა", როგორც ამერიკული ბიზნესი და ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, ურთიერთშეთანხმებას მივაღწევთ
„რაც შეეხება დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, მინდა მოვუწოდო იმ არხებს, რომლებიც მალ-მალე იტაცებენ ასეთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას, აუცილებლად შეამოწმონ, ვინ არიან მათი რესპოდენტები, რათა არ აღმოჩნდნენ ისეთივე უხერხულობაში, როგორც დღეს," - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამერიკული კომპანიის „ფრონტერას" ყოფილი მენეჯერის სახელით გაკეთებულ ბრალდებას, თითქოს საქართველოს მხარე „ფრონტერას" საქმიანობაში ხელს უშლის.
„მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მართლაც გვქონდა საარბიტრაჟო დავა ამერიკულ „ფრონტერასთან", მას შემდეგ ჩვენ საკმაოდ კონსტრუქციულად ვთანამშრომლობთ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ „ფრონტერამ" გაითვალისწინოს დასაქმებული ადამიანების მიმართ არსებული სახელფასო დავალიანება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია „ფრონტერა", როგორც ამერიკული ბიზნესი და ძალიან მალე, დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ ურთიერთშეთანხმებას," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)