2021-08-04 11:16:33, 1806 ნახვა
ომი უკრაინაში
წეროვანის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა
მასობრივი ვაქცინაციის კიდევ უფრო ხელშეწყობის მიზნით, წეროვანის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა. – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინიტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, იმუნიზაციის პროცესი ქვეყანაში არსებული ოთხივე ვაქცინით მიმდინარეობდა.
მათივე ინფორმაციით, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა აცრა წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ჩაიტარეს.
„წეროვანის დასახლებაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელ გვანცა გასვიანსა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილთან ერთად გაეცნო.
COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, მოძრავი ამბულატორიები დევნილთა დასახლებებში მომავალშიც განთავსდება“.- ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),