00:17 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-03 14:43:01, 1174 ნახვა

რეგიონი
ბათუმის სავაჭრო ცენტრებში „სონოფარმით“ ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს

ბათუმის სავაჭრო ცენტრებში „სონოფარმით“ ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, "ბათუმი მოლსა" და "მეტრო სითიში" აცრა 350-ზე მეტმა მოქალაქემ ჩაიტარა.

"ბათუმში სინოფარმით ვაქცინაცია ასევე მიმდინარეობს მედ ცენტრში, N1 პოლოკლინიკაში, საოჯახო მედიცინის რეგიონულ ცენტრსა და თამარი დასახლების საოჯახო მედიცინის ცენტრში. დღეიდან ვაქცინაციის პროცესს სინოფარმი/სინოვაკით ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ხუთი ამბულატორია შეუერთდა.

ხვალიდან სინოფარმით ვაქცინაცია დაიწყება მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრში, ბათუმის Nმე-4-პოლიკლინიკასა და რესპუბლიკურ კლინიკურ საავდმყოფოში.

დღეისათვის აჭარში ვაქცინაცია ტარდება 24 სამედიცინო დაწესებულებასა და ორ სავაჭრო ცენტრში. მუშაობს 47 ამცრელი ბრიგადა", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics