|
2021-08-02 17:07:52, 1086 ნახვა
რეგიონი
დღეიდან ბათუმში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში დამატებით ორი კლინიკა ჩაერთო
დღეიდან ბათუმში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში დამატებით ორი კლინიკა ჩაერთო. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, კლინიკების ჩამონათვალს - ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრი "მედინა" და "ბაუს" საერთაშორისო ჰოსპიტალი დაემატა. ორივე დაწესებულებაში იმუნიზაციის პროცესს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად გაეცნო. ,აჭარაში გაფართოვდა იმუნიზაციის არეალი და პრაქტიკულად ყველა სამედიცინო დაწესებულება ჩაერთო პროცესში. სამედიცინო დაწესებულებები ,,ბაუ“ და ,,მედინა“ დღეიდან "ფაიზერით“ ახორციელებენ ვაქცინაციას. რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, იქ არსებული ამცრელი ბრიგადების რაოდენობა გაიზარდა და სულ 10 ბრიგადა ემსახურება "ფაიზერზე" რეგისტრირებულ მოქალაქეებს. ჯამში 9 სამედიცინო დაწესებულება და 16 ამცრელი ბრიგადა დაემატა იმუნიზაციის პროცესს. მინდა გითხრათ, რომ მთლიანად ამბულატორიული სექტორი მობილიზებულია ,,სინოფარმითა“ და ,,სინოვაკით“ ვაქცინაციაზე, ხოლო რაც შეეხება სტაციონალურ სამედიცინო დაწესებულებებს, აქ ხორციელდება ,,ფაიზერით ვაქცინაცია“, იგულისხმება ასევე მუნიციპალიტეტების - ხულოს, შუახევისა დაქედის სამედიცინო ცენტრები, სადაც დღეიდან უკვე შესაძლებელია ,,ფაიზერით“ ვაქცინაც“ - აღნიშნა მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. ცნობისთვის, აჭარაში იმუნიზაციის არეალი დღითიდღე მზარდია. ამ ეტაპზე ვაქცინაცია მიმდინარეობს 20 სამედიცინო დაწესებულებაში და ბათუმის ორ მსხვილ სავაჭრო ცენტრში. უახლოეს დღეებში პროცესს დამატებით ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის შუახევისა და ხულოს ჯამში 8 ამბულატორია შეუერთდება. მზარდია აცრილთა სტატისტიკაც რეგიონში. ამ ეტაპზე სხვადასხვა ვაქცინით აჭარაში 56 270 მოქალაქეა ვაქცინირებული.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)