20:33 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-30 20:38:22, 909 ნახვა

საზოგადოება
ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში პირველადი ვაქცინაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 100-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული საყოველთაო ვაქცინაციის ეროვნული გეგმის ფარგლებში, ქუთაისში, ბათუმსა და ზუგდიდში არსებულ ცენტრალურ სამედიცინო კლინიკებში „სინოფარმითა“ და ,,სინოვაკით“ პირველადი ვაქცინაცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ასამდე თანამშრომელს ჩაუტარდა.- ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, COVID-19-ის საწინააღმდეგო მასობრივი ვაქცინაცია უმნიშვნელოვანესი პროცესია, როგორც მოქალაქეთა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მიზნით, ასევე ეკონომიკის სწრაფი აღდგენისა და ცხოვრების ნორმალურ რეჟიმში დაბრუნებისთვის.

"საყოველთაო ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და ის საქართველოს მასშტაბით, შემოსავლების სამსახურის 600-მდე პირს (სურვილის მიხედვით თანამშრომელთა ოჯახის წევრებს) ჩაუტარდა.

აღსანიშნავია, რომ პირველადი ვაქცინაცია, ასევე ჩაუტარდათ ფინანსთა სამინისტროს სისტემის - ცენტრალური აპარატის, საგამოძიებო სამსახურის, სახაზინო სამსახურის, სსიპ  საფინანსო - ანალიტიკური სამსახურის, სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის თანამშრომლებსა და მათი ოჯახის წევრებს.

აღნიშნული პროცესი დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინაციით მიმდინარეობს." - ნათქვამია განცხადებაში





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
ბათუმში სროლა იყო, დაჭრილია 1 ადამიანი
როგორ შეიქმნა სუხიშვილების ახალი ვიდეო "საქართველოს შემოქმედება, რომელიც არ ჩერდება"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics