10:12 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-30 13:36:35, 796 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - გვაქვს მოლოდინი, რომ მიმდინარე წელი, სულ მცირე 7,7 - პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დასრულდება და გაიზრდება დასაქმება

„ივნისში საკმაოდ მაღალი 18,7 - პროცენტიანი ეკონომიკის ზრდა დაფიქსირდა, რაც მართლაც უპრეცედენტოდ მაღალია ამ პერიოდისთვის. ამასთან, ზრდა გვაქვს არა მხოლოდ 2020 წლის ივნისთან შედარებით. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს თუ შევადარებთ, წელს 9-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა. ასე რომ, ჩვენ აბსოლუტური ზრდა გვაქვს ისეთ წარმატებულ წელიწადთან, როგორიც იყო 2019 წელი," - ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც „საქსტატის" მიერ 2021 წლის ივნისში ეკონომიკის ზრდის წინასწარი მაჩვენებელი შეაფასა. 

მინისტრის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდაა თითქმის ყველა დარგში. მისი თქმით, განსაკუთრებით გამოირჩევა გადამამუშავებელი მრეწველობა, საბანკო და საფინანსო სექტორი, სასტუმრო და სხვა განთავსების ობიექტები, მშენებლობა და ვაჭრობა. „ესაა საქართველოში ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი დარგები. მოლოდინი გვაქვს, რომ, ჯერ ერთი, შესრულდება ვარაუდი, რომ მიმდინარე წელი სულ მცირე 7,7 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით დასრულდება, ასევე გაიზრდება დასაქმება," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
ომი ისრაელს 140 მილიარდი დოლარი დაუჯდა - The Marker
შავ ზღვაში რუსული ნავთობის გადამზიდავ ბერძნულ ტანკერს თავს დაესხნენ - Bloomberg
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics