|
2021-07-30 12:43:48, 680 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო პრიორიტეტული მიმართულებებისათვის ნახევარი მილიონის მოცულობის საგრანტო პროგრამას აცხადებს
იუსტიციის სამინისტრო პრიორიტეტული მიმართულებებისათვის ნახევარი მილიონის მოცულობის საგრანტო პროგრამას აცხადებს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ადამიანის უფლებების გაძლიერების, ინოვაციური სერვისების დანერგვის, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობისა და დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიმართულებებით საგრანტო პროგრამა ცხადდება. საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი, ჯამში, 500 000 ლარია. იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებას არაუმეტეს 25 საგრანტო პროექტი მიიღებს, თანხის მაქსიმალური ოდენობა თითოეული გამარჯვებული პროექტისათვის 20 000 ლარია. საგრანტო ვადა კი ხელშეკრულების გაფორმებიდან 3-დან 6 თვემდეა. პროექტში მონაწილეობის მიღება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებსა და ფიზიკურ პირებს შეუძლიათ. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე: www.justice.gov.ge
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)