22:36 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-27 13:32:44, 387 ნახვა

საზოგადოება
ერნესტო ოტონე: მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესრულებისთვის - მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისთვის

„ჩემთვის დიდი პატივია, UNESCO-ს სახელით მივულოცო საქართველოს „კოლხური ტყეებისა და ჭარბტენიანი ტერიტორიების“ მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შესვლა.-  ამის შესახებ UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოადგილემ კულტურის დარგში ერნესტო ოტონემ განაცხადა.

„კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები“ წარმოადგენს უძველესი და უნიკალური სახეობების ჰაბიტატს,  რომელიც მილიონობით წლის წინ გადაჭიმული იყო ევრაზიის კონტინენტზე და დღემდე შემორჩენილია პირვანდელი სახით.  მსურს მადლობა გადავუხადო საქართველოს ამ უმნიშვნელოვანესი მოვალეობის შესრულებისთვის - მსოფლიოს ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვისთვის!

თქვენ დაამტკიცეთ, რომ ადამიანები დედამიწის ნებისმიერ ადგილას ცდილობენ მომავალ თაობებს შეუნარჩუნონ ყველაზე მნიშვნელოვანი  საგანძური და მემკვიდრეობა!", - განაცხადა ერნესტო ოტონემ.

ჩინეთის ქალაქ ფუჟოუში, UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 44-ე სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს 4 დაცული ტერიტორია - კოლხეთისა და მტირალას ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები, UNESCO-ს ბუნებრივი მემკვიდრეობის ნუსხაში შევიდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
IPI: ვახო სანაიას პატიმრობა განსხვავებული აზრის ჩახშობის კიდევ ერთი საგანგაშო ნაბიჯია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics