|
2021-07-22 14:17:05, 951 ნახვა
რეგიონი
აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში „აჭარა ტექსტილის“ 1 500-მდე თანამშრომელი ჩაერთო
საყოველთაო ვაქცინაციის ფარგლებში აჭარაში COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ამჯერად პროცესში ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარე სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილის“ 1500-მდე თანამშრომელი ჩაერთო. ამასთავე, ვაქცინაციის პროცესი ბობოყვათის პირველად ჯანდაცვის ცენტრში მიმდინარეობს. იმუნიზაციის პროცესს ადგილზე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე გაეცნო. „მოხარული ვარ, რომ „აჭარა ტექსტილის“ თანამშრომლებმა გამოიჩინეს სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ორგანიზებულად ჩაერთნენ ვაქცინაციის პროცესში. მნიშვნელევანი და აუცილებელია სხვა დაწესებულებების მსგავსი აქტიურობა. ეპიდემიოლოგიური ვითარება საყურადღებოა, ამიტომ აუციელებელია ვაქცინაციის ტემპის ზრდა“, - განაცხადა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ. აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია ექვსივე მუნიციპალიტეტში. პროცესში ჩართულია 13 სამედიცინო დაწესებულება, მობილიზებულია 28 ამცრელი ბრიგადა. დღეისათვის აჭარაში COVID 19-ით ინფიცირების 238 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ ეტაპისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩატარებული აქვს 40 146 ადამინს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)