|
2021-07-22 00:31:59, 634 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის სამინისტრო იურიდიულ ჟურნალს აფუძნებს
იუსტიციის მინისტრი საერთაშორისო ჟურნალ ,,იუსტიციას" აფუძნებს. რატი ბრეგაძემ იურიდიული და სამეცნიერო გამოცემის პრეზენტაცია დღეს აკადემიური წრეებისა და დიპლომატიურ კორპუსის წარმომადგენლებთან გამართა. ჟურნალი ხელს შეუწყობს სამართლის ცალკეული დარგების განვითარებასა და სამართლებრივ საკითხებზე აკადემიური დისკუსიის გაღრმავებას. ჟურნალი „იუსტიცია" (ლათ. IUSTITIA) საერთაშორისო რეფერირებადი და რეცენზირებადი გამოცემა იქნება. ის ქართულ და ინგლისურ ენებზე ყოველკვარტალურად გამოვა და ხელმისაწვდომი გახდება როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. ჟურნალის რედაქტორი და სარედაქციო საბჭოს წევრი იქნება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, ამჟამად იუსტიციის მინისტრის მრჩეველი მინდია უგრეხელიძე. ჟურნალის სარედაქციო პოლიტიკას კი განსაზღვრავს სარედაქციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით: იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე; საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა; თსუ-ს სრული პროფესორი, იუსტიციის ყოფილი მინისტრი თევდორე ნინიძე; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე; საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, იუსტიციის ყოფილი მინისტრი ჯონი ხეცურიანი.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)