|
2021-07-21 17:57:46, 1080 ნახვა
რეგიონი
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში სოფლის ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს
გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში სოფლის ცენტრების კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტები, რომლებიც სოფლებში ინფრასტრუქტურის განახლებას ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის 15-მდე სოფელში განხორციელდება. განახლებული ინფრასტრუქტურით ისარგებლებს მალე წაბლანის მოსახლეობა. სოფლის კეთილმოწყობითი სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, რომლის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლის სახლსა და ფანჩატურს. დაგეგმილია გარე განათების, სანიაღვრე არხის, სავარჯიშო ტრენაჟორებისა და წყლის კუთხის მოწყობა. კეთილმოეწყობა მიმდებარე ტერიტორია, ჩატარდება გამწვანების სამუშაოები. სამუშაო პროცესს წაბლანაში დღეს, შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო. მიმდინარე წელს მუნიციპალიტეტში სოფლის ცენტრების კეთილმოწყობაზე 680 000 ლარამდე დაიხარჯება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)