23:38 - 22 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-21 12:00:08, 458 ნახვა

საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილმა „ევროკავშირი გარემოსათვის“ პროექტის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა „ევროკავშირი გარემოსათვის“ პროექტის ფარგლებში გამართულ  სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. - ამის შესახებ ,,ექსპრესნიუსს’’ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა სამთავრობო უწყების 25 წარმომადგენელი ესწრებოდა, დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობით, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის (2016-2020) განხორციელების გადასინჯვაზე, პრიორიტეტებისა და საჭიროებების იდენტიფიცირებისა და ნარჩენების ახალი (2021-2026) სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხებზე იმსჯელეს.

„ჩვენი ქვეყნისათვის პრიორიტეტული იქნება ცირკულარული ეკონომიკის მოდელით ნარჩენების მართვის ახალი ეროვნული გეგმის  შემუშავება“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა მისასალმებელი სიტყვით გამოსვლისას.

გაერთიანებული ერების გარემოსდაცვითი ორგანიზაციის (UNEP) ევროპის ოფისის ხელმძღვანელმა, ბრუნო პოზიმ, ქართული მხარის იმ ძალისხმევაზე ისაუბრა, რომლის საფუძველზეც ნარჩენების  მართვის ადგილობრივი სისტემა ევროკავშირის დირექტივების მოთხოვნებს უახლოვდება. 

„გაერთიანებული ერების გარემოსდაცვითი ორგანიზაცია (UNEP) გააგრძელებს თანამშრომლობას საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, რათა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენებით, ერთობლივად შემუშავდეს ნარჩენების ეროვნული სამოქმედო გეგმა (2022-2026 წწ.) “,  - აღნიშნა ბრუნო პოზიმ.

პროექტი „ევროკავშირი გარემოსათვის” (EU4Environment) რეგიონულ ინიციატივას წარმოადგენს. საქართველოში პროექტი ხორციელდება გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის (UNEP) მიერ, აღმასრულებელი ორგანიზაცია კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრია (REC Caucasus). - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იუმორისტ ონისე ოქრიაშვილს სახლთან 3 პირი ფიზიკურად გაუსწორდა
თბილისში, ვერაზე სროლა იყო - არსებული ინფორმაციით, დაჭრილია 3 ახალგაზრდა
ოლიგარქის სასამართლომ ევროკავშირისა და დასავლელი დიპლომატებისთვის „საბოტაჟის“ საქმეზე დასწრება აკრძალა
ზესტაფონში ავარიის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics