|
2021-07-16 10:49:49, 782 ნახვა
რეგიონი
წლის ბოლოს ლაითურში ციხის მშენებლობა დასრულდება
ოზურგეთის რაიონის დაბა ლაითურში პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. 700 -მდე მსჯავრდებულზე გათვლილი ციხე ფუნქციონირებას სავარაუდოდ წლის ბოლოს დაიწყებს. საპატიმრო დაწესებულება საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია და ის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ინტერესს არის მორგებული. ახალი ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულების მშენებლობას ადგილზე იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გაეცნო. ლაითურის ციხის მშენებლობა პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ნაწილია. დოკუმენტი ევროკავშირთან თანამშრომლობით შემუშავდა და 2019 წლის 22 თებერვალს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დამტკიცდა. იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი სტრატეგიული ამოცანა დიდი ზომის ნახევრად ღია დაწესებულებების მცირე ზომის ციხეებით ჩანაცვლებაა. ლაითურის სასჯელაღსრულების დაწესებულება სწორედ ამ მიზანს ემსახურება. ახალი პენიტენციური დაწესებულება სრულად პასუხობს როგორც ევროპულ სტანდარტებს ისე „წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის" (CPT) რეკომენდაციებს.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)