|
2021-07-14 12:53:13, 1215 ნახვა
რეგიონი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ვენახების რეგისტრაცია და საკადასტრო ინფორმაციის განახლება დაიწყო
ვენახების სარეგისტრაციო უბნები განთავსებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებში: ფიროსმანი, სამთაწყარო, არხილოსკალო და ზემო ქედი, უახლოეს დღეებში დაემატება ახალი ლოკაციები. 2021 წლიდან, რთველის დროს, ვენახების საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ღვინის საწარმოს ყურძენს ვერ ჩააბარებს. ვენახების რეგისტრაცია და კადასტრის ამონაწერით მოსავლის ჩაბარება ყველა მევენახისთვის სავალდებულო გახდა. განახლება სავალდებულოა ვენახთან დაკავშირებული ცვლილებების შემთხვევებში - ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება, გაჩუქება, გაშენება ან ამოძირკვა. მევენახემ სარეგისტრაციო უბნებზე უნდა წარადგინოს მხოლოდ პირადობის მოწმობა, საკადასტრო ამონაწერის მიღება უფასოა. ფერმერებს ვენახების რეგისტრაცია და ვენახის საკადასტრო ინფორმაციის განახლება ასევე მიმდინარეობს ყვარელში, გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში და აღნიშნული მუნიციპალიტეტების სოფლებში განთავსებულ სარეგისტრაციო უბნებში. ლაგოდეხისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში რეგისტრაცია უახლოეს დღეებში დაიწყება. ვენახების კადასტრის პროგრამასთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელი ხაზს - 1501 დაუკავშირდნენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)