|
2021-07-06 12:59:45, 1151 ნახვა
რეგიონი
აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით კულინარიული გზამკვლევი შეიქმნება
აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით კულინარიული ექსპედიცია იწყება. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო გასტრონომიული ტურიზმის განვითარების მიზნით რეგიონისთვის დამახასიათებელი კერძებისა და მათთან დაკავშირებული ტრადიციების შესწავლას, კულინარიულ გზამკვლევში თავმოყრასა და პოპულარიზაციას გეგმავს. გზამკვლევში აჭარული სამზარეულოს ნაკლებცნობილი და მივიწყებული კერძებიც მოხვდება. კულინარიული ექსპედიციისას მუნიციპალიტეტებში არსებული ყველის სახეობების, მათი მომზადების ტექნოლოგიების, ტრადიციების შესწავლა და აღწერაც იგეგმება. კულინარიული გზამკვლევი ერთის მხრივ დაეხმარება ვიზიტორებს გაიცნონ აჭარული კერძები, იცოდნენ სად შეიძლება მათი დაგემოვნება, მეორეს მხრივ კი ხელს შეუწყობს აჭარული კერძების მენიუებში შეტანასა და პოპულარიზაციას. ვინაიდან აჭარული სამზარეულო კერძების ნაირგვარობით და ლოკალური თავისებურებებით ხასიათდება, კულინარიული კვლევა მუნიციპალიტეტების, ხეობებისა და იაილების მიხედვით განხორციელდება. ის მოიცავს როგორც ზემოაჭარულ, ისე ქობულეთურ და ლაზურ კულინარიას. თითოეული მუნიციპალიტეტიდან არანაკლებ 15 იშვიათი და ნაკლებცნობილი კერძის იდენტიფიცირება იგეგმება. კვლევაში წარმოდგენილი იქნება მთავარი კერძი, დესერტი, საწებლები, მურაბები, მარინადები, რძის ნაწარმი, წასახემსებლები, ღვინის სახეობები და ყურძნის წვენისგან დამზადებული სხვა პროდუქტები. ავთენტური სამზარეულოს აღდგენის მიზნით აჭარული სამზარეულოს ინვენტარსა და ჭურჭელსაც შეისწავლიან. გასულ წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა აჭარული კერძების პოპულარიზაციის მიზნით ქობულეთური, ლაზური და მთიანი აჭარის სამზარეულოს საიმიჯო რგოლები და კერძების მომზადების ვიდეო გაკვეთილები მომზადდა. მათი ნახვა მსურველებს სერვისის განვითარების ახალ ვებგვერდზე serviceajara.ge - შეუძლიათ. წელს, გასტრონომიული ტურიზმის განვითარების მიზნით მუნიციპალიტეტებში კულინარიული მასტერკლასებისა და ტრენინგების ჩატარება იგეგმება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)