|
2021-07-04 11:19:04, 1136 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში, ცირკულარული ეკონომიკის შესახებ სემინარი გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში ცირკულარული ეკონომიკის შესახებ გამართულ სემინარს დაესწრო. მინისტრის მოადგილემ საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის მიდგომებისა და არსებული გამოწვევების შესახებ ისაუბრა. როგორც სოლომონ პავლიაშვილმა სემინარზე აღნიშნა, ცირკულარული ეკონომიკის მიდგომების დანერგვა სამრეწველო ნარჩენების შეკვეცის, საშიში ნივთიერებების წარმოებისა და მათი ზემოქმედების შემცირების, კლიმატური ცვლილებების შერბილებაში წვლილის შეტანის შესაძლებლობას იძლევა. „ცირკულარული ეკონომიკური სისტემა ბუნებრივ რესურსებს მაქსიმალურად ეფექტიანად მოიხმარს, მასალებისა და პროდუქციის ღირებულებას მათი წრებრუნვის გზით ინარჩუნებს და ეკონომიკური საქმიანობის მავნე ზემოქმედებას გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ამცირებს. დღეს, მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნებიც კი, ცირკულარულ ეკონომიკაზე გადასვლის ადრეულ ეტაპზე იმყოფებიან; ამ ეტაპზეა საქართველოც. ცირკულარული ეკონომიკა ეფექტიანი გზაა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელოვანი ნაწილის მისაღწევად“, - განაცხადა შეხვედრაზე სოლომონ პავლიაშვილმა.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)