|
2021-07-03 16:29:23, 914 ნახვა
რეგიონი
,უახლესი მიღწევები ნეონატოლოგიასა და პედიატრიაში - საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ეგიდით, ბათუმში, კონფერენცია გაიხსნა
აქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის ეგიდით, დღეს ბათუმში, სასტუმრო ,,შერატონში“, კონფერენცია - ,,უახლესი მიღწევები ნეონატოლოგიასა და პედიატრიაში“ გაიხსნა. სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია საქართველოს ნეონატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ია დავითაიამ გახსნა, რომელსაც აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე ესწრებოდა. ,,სასიამოვნოა, რომ პანდემიის ფონზე მოგვეცა საშუალება გვეფიქრა ისეთ ღირებულ თემებზე, როგორიცაა ახალშობილის ჯანმრთელობა და სიცოცხლის გადარჩენა. მადლობა ამ შეხვედრისათვის ნეონატოლოგთა ასოციაციას, ვინაიდან რეგიონის ნეონატოლოგებს, პედიატრებს, ოჯახის ექიმებს და ამ სერვისის მიმწოდებლებს მიეწოდებათ უახლესი ინფორმაცია მსოფლიოში გამოქვეყნებული კვლევების საფუძველზე. რაც შეეხება მომდევნო პერიოდს, ზოგადად პრიორიტეტი ჯანდაცვის სისტემისათვის გახლავთ ნამდვილად, ახალშობილის სიცოცხლე და ნეონატალური სერვისების უფრო განვითარება, ამიტომ როგორც პირველადი ჯანდაცვის რეფორმის ნაწილი, ეს არის მსხვილი და ძალიან მნიშვნელოვანი ობიექტი. ჩვენ ვფიქრობთ აჭარის რეგიონში ამ მიმართულების უფრო განვითარებაზე და შესაბამისად, კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მზაობას ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობისათვის“ - აღნიშნა ნინო ნიჟარაძემ სიტყვით მიმართვისას. კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მასში მონაწილეობას წამყვანი ნეონატოლოგები, პედიატრები, გინეკოლოგები, ოჯახის ექიმები და სოფლის ექიმები ღებულობენ. პარალელურად, ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციის გამოფენა გაიმართა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)