|
2021-07-03 15:57:56, 1297 ნახვა
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის ბაზა დაბრუნდა და ევროკავშირის ქვეყნებთან ფრენები 14 მიმართულებით შესრულდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ავიაკომპანია Wizz Air-ის ბაზირებული საჰაერო ხომალდის დაბრუნებას და აღდგენილი რეისის შესრულებას დაესწრო. „დღეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. როგორც მოგეხსნებათ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ავიაკომპანია Wizz air დაბრუნდა პირველი ბაზით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, შედეგად ქუთაისის აეროპორტიდან გაფრინდა რეისი სალონიკის მიმართულებით, 115 მგზავრით. უკიდურესად მნიშვნელოვანია Wizzair-ის ბაზის დაბრუნება აეროპორტში, ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ტურიზმის სწრაფ აღდგენას, განსაკუთრებით იმერეთის რეგიონში, ისევე როგორც სრულიად საქართველოში. ბაზის მეშვეობით ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გვექნება 14 მიმართულება ევროკავშირის ქვეყნებთან, რაც კიდევ ერთხელ გააძლიერებს ტურიზმის, ისევე როგორც ავიაციის სექტორს კოვიდ პანდემიის დროს და ხელს შეუწყობს კერძო სექტორის გაძლიერებას," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა. მილანი, პრაღა, ათენი, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი - 1 ივლისიდან ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულ საჰაერო ხომალდს აბრუნებს და საქართველოდან ევროპის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს დამატებით 6 მიმართულებით შეასრულებს.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)