|
2021-07-01 17:56:16, 1041 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას შეხვდა
საქართველოში ვირტუალურ ფორმატში მუშაობა დაიწყო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ორკვირიანმა მისიამ, რომელიც სსფ-ის IV მუხლის დებულების მიხედვით, კონსულტაციების ფორმით ხორციელდება. შეხვედრის მიზანია, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოში არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობის, ქვეყნის ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის შეფასება. აღნიშნულ ფორმატში მისიის წევრები შეხვდნენ ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს. შეხვედრას, ასევე დაესწრნენ მინისტრის მოადგილეები, საბიუჯეტო და მაკროეკონომიკური ანალიზისა და ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები. ფინანსთა მინისტრმა მისიის წევრებს გააცნო ეკონომიკაში არსებული ვითარება, ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზები, ბიზნესის და სოციალური მხარდაჭერის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები, მიმდინარე წლის ბიუჯეტის შესრულების დინამიკა, ფისკალური კონსოლიდაციისა და ფინანსური სექტორის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯები. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერილი "გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" პროგრამის მხარდაჭერით, ქვეყანაში განხორციელდა მნიშვნელოვანი რეფორმები, ასევე, მოხერხდა კოვიდ-19-ის გლობალური პანდემიის შედეგად მიყენებული ზიანის შემცირება. საქართველო გეგმავს ახალი პროგრამის დაწყებას საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს პოსტპანდემიურ პერიოდში ქვეყნის სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)