|
2021-07-01 16:50:51, 928 ნახვა
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ, სასკოლო მზაობის ჯგუფის 375 აღსაზრდელს წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად გადასცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტში მოქმედ საბავშვო-ბაღებში სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი დასრულდა. სასკოლო მზაობის ჯგუფის 375 აღსაზრდელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ გოჩა ტყეშელაშვილის მიერ შედგენილი წიგნი-რვეული „პირველკლასელთა აკადემია“ საჩუქრად გადასცა. მომავალ პირველკასელებს წიგნი-რვეული ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და წიგნის ავტორმა გოჩა ტყეშელაშვილმა სოფელ რატევნის საბავშვო ბაღში პირადად მიუტანეს. წიგნი-რვეული პირველკლასელთათვის საჭირო, საშინაო მეცადინეობისათვისაა შედგენილი და ის ასევე ვიდეოგაკვეთილებსაც მოიცავს. „ბოლნისის მუნიციპალიტეტისთვის განათლება პრიორიტეტული მიმართულებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარებს, რომლებიც სკოლისთვის ემზადებიან, ეს პროცესი გავუადვილოთ. სწორედ ამიტომ, ჩვენ სასკოლო მზაობის ჯგუფის 375 აღსაზრდელს სპეციალურად პირველკლასელთათვის შედგენილი წიგნი-რვეული საჩუქრად გადავეცით. ვიმედოვნებ, რომ ეს წიგნი ჩვენს მომავალ პირველკლასელებს სწავლის პროცესში აუცილებლად დაეხმარებათ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)