|
2021-07-01 16:25:13, 1207 ნახვა
რეგიონი
პანდემიასთან ბრძოლისა და სამედიცინო სფეროში გაწეული ღვაწლისთვის აჭარის ჯანდაცვის მინისტრს ჯილდო გადაეცა
პანდემიასთან ბრძოლასა და სამედიცინო სფეროში გაწეული ღვაწლისათვის აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, ნინო ნიჟარაძეს სპეციალური ჯილდო გადაეცა. ჯანდაცვის სფეროს წამომადგენელთა დაჯილდოება „ამიერკავკასიის ექიმთა ლიგას“ორგანიზებით გაიმართა. ჯილდო აჭარის სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებმაც მიიღეს. პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ჯანდაცვის სფეროში ინოვაციების დანერგვისთვის ღონისძიებაზე დაჯილდოვდნენ ქ. ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ანესთეზიისა და კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსი, კოვიდ ცენტრის კოორდინატორი, რეანიმატოლოგი, იაგო ტაკიძე, სალიხ აბაშიძის სახელობის ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და ტუბერკულოზის რეგიონული ცენტრის დირექტორი, ციური აბულაძე და ინოვაციური კლინიკა ,,როგო“-ს დირექტორი, გოდერძი ნაკაშიძე. დაჯილდოების ცერემონია თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში გაიმართა.
ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)