11:54 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-01 10:40:32, 708 ნახვა

ეკონომიკა
„ავერსმა“ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნესრეიტინგის 21-ე დაჯილდოებაზე მორიგ წარმატებას მიაღწია

„ავერსმა“ „ჯორჯიან თაიმსის“ ბიზნესრეიტინგის 21-ე დაჯილდოებაზე მორიგ წარმატებას მიაღწია, - ინფორმაციას „ავერსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, „ავერსი“, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ძლიერი კომპაია, ნაციონალური ბიზნესრეიტინგების მუდმივი მონაწილე და გამარჯვებულია. ორი წლის წინ მას „ჯორჯიან თაიმსის“ და „გორბის" ბიზნესრეიტინგის მთავარი  პრიზი – ბიზნესის ეროვნული ჯილდო - გადაეცა.

„მედიაჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის" მიერ ორგანიზებული ბიზნესრეიტინგის XXI საზეიმო დაჯილდოება 29 ივნისს გაიმართა „გარდენ ჰოლში". ღონისძიებაზე 2020-2021 წლის საუკეთესო კომპანიები და ბიზნესმენები დაასახელეს. ბიზნესმენებს შორის საუკეთესოები თავად ბიზნესმენებმა აირჩიეს, წლის საუკეთესო ინვესტორი კი ჟიურიმ გამოავლინა.

დაჯილდოებაზე კომპანია „ავერსმა" დამსახურებული ჯილდო მოიპოვა ნომინაციაში: გუნდის პროფესიონალიზმი, უმსხვილესი დამსაქმებელი, ხარისხის გარანტი.

"ჯორჯიან თაიმსის" დამფუძნებელის, ბატონ მალხაზ გულაშვილის თქმით, პროექტის მიზანია ეროვნულ ბიზნესში ყველაზე წარმატებული დარგების გამოვლენა, ქართული ბიზნესის ახალი იმიჯის ჩამოყალიბება,  ქართული ბიზნესის მიმართ მსოფლიოს ბიზნესსაზოგადოების ყურადღების მიპყრობა“, - აღნიშნულია „ავერსის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics