11:51 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-30 23:21:53, 603 ნახვა

ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი - ქუთაისის აეროპორტში ბაზის არსებობა ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ზრდას

„1-ლი ივლისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბრუნდება ავიაკომპანია „ვიზეარის" პირველი ბაზა, რაც ნიშნავს იმას, რომ პირველ რიგში, ეს ხელს შეუწყობს ევროკავშირის ქვეყნებთან პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის ზრდას მეტი სიხშირითა და მიმართულებით. დღეს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში „ვიზეარი" 8 მიმართულებით ოპერირებს. მას შემდეგ, რაც ქუთაისის აეროპორტში ავიაკომპანიის ბაზა განთავსდება, „ვიზეარი" ფრენებს 14 მიმართულებით განახორციელებს," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ქუთაისის აეროპორტში უნგრული ავიაკომპანიის ბაზის განთავსება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ავიაციის, არამედ ტურისტული ნაკადების მოზიდვის კუთხით.

„ყველაზე მნიშვნელოვანია, აეროპორტში ბაზის არსებობა ხელს შეუწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. იმერეთის რეგიონში აეროპორტი დასაქმებისთვის საინტერესო ადგილია, ხოლო „ვიზეარი" კი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამსაქმებელი," - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.  





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე ღარიბაშვილზე: პრობლემური განცხადებაა, ჩვენთვის არა, თავისთვის
შსს: დავაკავეთ პირი, რომელსაც FBI ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერისთვის ეძებდა
გამოკითხვა: ტრამპის მოწონების რეიტინგი 33%-მდე დაეცა
მოსკოვზე უკრაინული დრონების ღამის თავდასხმა ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics