|
2021-06-29 16:38:36, 729 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრი - საპატრიარქოსთან განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემა, რათა დაცული იყოს ბავშვების ინტერესები
საპატრიარქოსთან განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემატიკა, რათა მათი განმეორება არ მოხდეს და დაცული იყოს ბავშვების ინტერესები, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ საპატრიარქოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მცირე ბავშვთა სახლებში ბავშვების გადაყვანის პროცესს გაცილებით მეტი ხელშეწყობა სჭირდება. „დღეს ჩვენ გვქონდა გარკვეულწილად უკვე შემაჯამებელი შეხვედრა იმისთვის, რომ დავსახოთ როგორი იქნება სამომავლო გეგმები თითეულ ბავშვთა სახლთან მიმართებაში. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენ საპატრიარქოსთან განვიხილეთ ნინოწმინდაში არსებული პრობლემატიკა რაც არსებობდა, რათა მათი განმეორება არ მოხდეს და იყოს სრულიად დაცული ბავშვების ინტერესები. ასევე, ყველა იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლებელია განხორციელდეს დიდი ბავშვთა სახლების მიმართულები. ჩვენ ყველანი ვიაზრებთ, რომ მნიშვნელოვანია მცირე ბავშვთა სახლებში ბავშვების გადაყვანა და ამ პროცესს სჭირდება გაცილებით უფრო მეტი ხელშეწყობა. ყველა მხარის ჩართულობა უნდა იყოს საკმაოდ მაღალ დონეზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)