11:21 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-28 17:46:26, 1250 ნახვა

საზოგადოება
ევროპარლამენტარები საქართველოს შს მინისტრს მიმართავენ და „თბილისი პრაიდის“ მონაწილეების დაცვისკენ მოუწოდებენ

ევროპარლამენტარები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს „თბილისი პრაიდის“ მიერ ორგანიზებული ღირსების მარშზე მომიტინგეების ეფექტური დაცვისკენ მოუწოდებენ.

ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც 28 ევროპარლამენტარი აწერს ხელს, აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია ხელისუფლებამ დაიცვას „თბილისი პრაიდის“ მომიტინგეები და უზრუნველყოს მათი გამოხატვის თავისუფლება.

ამასთანავე, ისინი ეხმაურებიან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „თბილისი პრაიდის“ მსვლელობა უნდა გაუქმდეს და აღნიშნავენ, რომ ის ეწინააღმდეგება უნივერსალურ უფლებებს.

„მოგმართავთ თქვენ, მინისტრს, თხოვნით, რომ უზრუნველყოთ არა მხოლოდ პრაიდის ჩატარება, რომელიც შეესაბამება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას, ასევე იმისთვის, რომ მიიღოთ ყველა ზომა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრების უფლებით ეფექტურად სარგებლობა“, - აღნიშნულია წერილში.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ლავროვისა და რუბიოს პირველი შეხვედრა თითქმის ერთი წლის შემდეგ მხოლოდ 35 წუთს გაგრძელდა
რუსაეთში ნავთობპროდუქტების წარმოების ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდი ვარდნა დაფიქსირდა
ქეთი დუმბაძე ონისე ოქრიაშვილზე ფიზიკურ თავდასხმაზე - ძალიან შევწუხდი და განვიცდი
ნოდარ დუმბაძის შვილიშვილი - ბაბუაჩემის სახელით ადამიანის ცემა ან პროვოკატორის ნახელავი უნდა იყოს, ან იდიოტის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics