|
2021-06-21 12:23:53, 750 ნახვა
რეგიონი
დავით შერაზადიშვილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის სათათბირო ორგანოს - ახალგაზრდობის საბჭოს განახლებულ შემადგენლობას შეხვდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა ახალგაზრდობის სათათბირო საბჭოს ახალი შემადგენლობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. მერმა საბჭოს წევრების ინიციატივებისა და იდეების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო და მათ სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში დახმარება აღუთქვა. მერის სათათბირო ორგანო - ახალგაზრდობის საბჭო ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2014 წლიდან მოქმედებს. საბჭოს წევრების შერჩევა სპეციალური კონკურსის შედეგად ხდება. „მოხარული ვარ, რომ ახალგაზრდობის საბჭოს განახლებული შემადგენლობა საქმიანობას უკვე შეუდგა. ბოლნისის მუნიციპალიტეტში 2014 წლიდან საბჭო აქტიურად ფუნქციონირებს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ახლახანს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2021-2023 წლების ახალგაზრდობის განვითარების სტრატეგიის" დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა დაამტკიცა, რომელიც მუნიციპალიტეტში ახალგაზრდული პოლიტიკის, მათ შორის ახალგაზრდობის საბჭოს განვითარებას ხელს შეუწყობს. ვიმედოვნებ, რომ საბჭო საინტერესო ინიციატივებს წამოჭრის და ჩვენ ერთად ახალგაზრდებისთვის არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)