|
2021-06-15 16:11:33, 1147 ნახვა
რეგიონი
კასპის მობილური ახალგაზრდული მუშაკები და კასპის მერი, მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ
კასპის მობილური ახალგაზრდული მუშაკები (https://www.facebook.com/mobileyouthworkkaspi) და კასპის მერი ვახტანგ მაისურაძე, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც „ექსპრესნიუსს“ კასპის მუნიციპალიტეტი მერიიდან აცნობეს, გვანცა მეზვრიშვილმა და დავით პარკაძემ წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს პროგრამა და პროექტის მიზნები, ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობასა და მათ მხარდაჭერაზე პროექტში “უნარები წარმატებისთვის”. „წარმომადგენლების ჩართულობა პროექტის წარმატებით განხორციელებაში მნიშვნელოვანია, მათ უკეთ იციან ადგილზე ახალგაზრდების პრობლემები, მოთხოვნები, უნარები, რაც სამომავლო მუშაობაში აუცილებელი და გასათვალისწინელებელია. ვახტანგ მაისურაძემ კიდევ ერთხელ გამოხატა ურთიერთთანამშრომლობის სურვილი და თანადგომა. მან წარმომადგენლებს მოუწოდა კასპის მობილური ახალგაზრდული მუშაკების ადგილზე დახმარებისა და მათ სამოქმედო ტერიტორიებზე ახალგაზრდების პროექტში ჩართულობისკენ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში ორი წლის განმავლობაში იმუშავებენ მობილური ახაგაზრდული მუშაკები, რომლებიც თითოეული სოფლის ახალგაზრდებთან ერთად დაგეგმავს და განახორციელებს ახალგაზრდულ ინიციატივებს“, - აღნიშნულია კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)