05:54 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-11 00:04:11, 895 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავამ გენდერული თანასწორობის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ საქართველოს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის კვლევითი ინსტიტუტის (ISET Policy Institute), აღმოსავლეთ ევროპისა და განვითარებადი ეკონომიკების კვლევების ფორუმის (Free Network) და შვედეთის მთავრობის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც საქართველოში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებულ საკითხებს შეეხებოდა.

მისასალმებელ სიტყვაში, მინისტრმა დეტალურად ისაუბრა იმ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ ბოლო წლებში გენდერული თანასწორობის მიმართულებით მიიღო. ნათია თურნავას განცხადებით, ქალების მონაწილეობის წახალისება სამეწარმეო და ეკონომიკურ საქმიანობაში მნიშვნელოვანია ინკლუზიური ზრდის მისაღწევად, რაც მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ასპექტია.

მისი თქმით, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია შრომის ბაზარზე ახალი შესაძლებლობების გაჩენის, განათლების წახალისებისა და პროფესიული გადამზადების მოქნილი და მდგრადი სისტემის ჩამოყალიბების და სამეწარმეო საქმიანობაში ქალების უფრო მეტი ჩართულობის სტიმულირების კუთხით.

ნათია თურნავას თქმით,  საქართველოს პოლიტიკაში, განათლებასა და სხვა სფეროებში ქალთა წარმომადგენლობა საკმაოდ მაღალია, რასაც ვერ ვიტყვით ბიზნესში.

მისი თქმით, განსაკუთრებულად გამოყო სამთავრობო პროგრამები, რომლებიც მიმართულია ეკონომიკურ საქმიანობაში ქალთა ჩართულობის გასაზრდელად.

მინისტრმა მოიყვანა სტატისტიკა, რომლის თანახმადაც საქართველოში 15 წლიდან 64 წლამდე ასაკის ქალთა ეკონომიკური აქტივობა 40,4 პროცენტს შეადგენს მაშინ, როდესაც კაცებში ეს მაჩვენებელი 62 პროცენტია.

„ეს სტატისტიკური მაჩვენებელი ნათლად მიანიშნებს, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს ადამიანური კაპიტალის გამოყენების ზრდის მიმართულებით, მათ შორის, ეკონომიკურ საქმიანობისა და სამუშაო ძალაში ქალთა მონაწილეობის მაჩვენებლის მატების კუთხით“, -  აღნიშნა ნათია თურნავამ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მაკრონმა სტარმერს მადლობა გადაუხადა და საფრანგეთსა და ბრიტანეთს შორის თანამშრომლობის გაგრძელება გამოაცხადა
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან გადადგა
პოლონეთმა ზელენსკის მიერ დაბრუნებული „თეთრი არწივის ორდენის“ მიღება დაადასტურა
გვარამია ენმ-ზე - ხალხი ერთ პარტიაშია და ბრიფინგებით, სატელევიზიო ეთერებით და სტატუსებით ელაპარაკება ერთმანეთს და წყევლის და აგინებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics