18:10 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-10 13:58:22, 1014 ნახვა

საზოგადოება
ტყითსარგებლობის ახალი რეგულაციების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით  და საქართველოს  ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით, „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა გახსნა.

შეუძლია თუ არა ფერმერს პირადი მოხმარების მიზნით შეაგროვოს ტყის არამერქნული პროდუქტები და  რა სახის მცენარეულ ნედლეულს მოიაზრებს ტყის არამერქნული პროდუქტი,  რომელი სახელმწიფო უწყება ახდენს ტყის არამერქნული პროდუქტების კომერციული მიზნით შეგროვებისთვის სპეციალური უფლების მინიჭებას და  რა მიზეზებით შეიძლება ეთქვას უარი განმცხადებელს ტყის არამერქნული პროდუქტების კომერციული მიზნით დამზადების თაობაზე, - ყველა აღნიშნულ საკითხზე დეტალური ინფორმაცია ფერმერებმა შეხვედრაზე მიიღეს. 

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის წარმომადგენელმა შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ტყითსარგებლობის ახალი წესზე და განმარტა, თუ რომელ ტერიტორიებზე შეუძლია ადგილობრივ მოსახლეობას საქონლის ძოვება, დასაშვებია თუ არა სოციალური დანიშნულების ჭრების ფარგლებში ხე-ტყის დამზადების ბილეთით საშეშე მასალის დამზადება და რა ვადით ხდება სასოფლო-სამეურნეო მიზნით ტყითსარგებლობისთვის სპეციალური უფლების მინიჭება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტმა, 2020 წლის მაისში დაამტკიცა ტყის ახალი კოდექსი, რომელიც ეფუძნება  საერთაშორისოდ  აღიარებულ  პრინციპებს და რომლითაც იქმნება საფუძველი სოციალური ჭრის ეტაპობრივი გაუქმებისა და მდგრადი სატყეო მეურნეობების ჩანაცვლებისთვის; უქმდება ხე-ტყის დამზადების გრძელვადიანი ლიცენზიების გაცემის სამართლებრივი საფუძვლები, შეიქმნება ტყის საკუთრების ახალი ფორმები, შესაძლებელი გახდება ტყეების მრავალმიზნობრივი სარგებლობა, მათ შორის,  ტყეების სარეკრეაციო და საკურორტო მიზნით გამოყენება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics