|
2021-06-09 13:23:33, 1081 ნახვა
სამხედრო
რეინჯერების დღე მუხროვანის ბაზაზე აღინიშნა
რეინჯერების 12 წლის იუბილე მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ოფიციალური ღონისძიებით აღინიშნა. პროფესიული დღე რეინჯერთა პირად შემადგენლობას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა და ყურადღება რეინჯერების ქვედანაყოფის მნიშვნელობაზე გაამახვილა. ღონისძიების ფარგლებში 56-მა წვევამდელმა ფიცი დადო და დღეიდან თავდაცვის ძალების რიგებს შეუერთდნენ. სპეციალური ოპერაციების ძალების პირად შემადგენლობას სერტიფიკატები, მედლები და საშტატო იარაღი გადაეცა. ღონისძიება იარაღისა და აღჭურვილობის გამოფენით გაგრძელდა. რეინჯერების დღე მუხროვანის ბაზის სასროლეთზე საჩვენებელი ტაქტიკური სწავლებით დასრულდა. რეინჯერთა ასეულის პირადმა შემადგენლობამ საბრძოლო ვაზნებითა და ჯავშანმანქანა „დიდგორის“ გამოყენებით რეიდი განახორციელა, სადაც კოორდინირებული ცეცხლით მოწინააღმდეგე გაანადგურა. სწავლებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. სპეციალური ოპერაციების ძალებში 2019 წლის 10 იანვარს ჩატარებული ოპტიმიზაციის შედეგად რეინჯერთა ბატალიონისგან ჩამოყალიბდა ორი რეინჯერთა ასეული, რომლებიც რეგიონალური პრინციპით გადანაწილდა სპეციალური ოპერაციების ძალების სპეციალური დანიშნულების დასავლეთ და აღმოსავლეთ ბატალიონებში. სამომავლოდ დაგეგმილია რეინჯერთა ქვედანაყოფის ბატალიონის დონეზე გაზრდა და განლაგება როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ მიმართულებაზე.
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
შშმ არასრულწლოვან გერსა და ცოლზე ძალადობის, იძულების და მუქარისთვის 1 პირი დააკავეს
ექიმების განცხადება: მოვუწოდებთ სახელმწიფოს, შეიმუშაოს იშვიათი დაავადებების მართვის მკაფიო პოლიტიკა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)