19:53 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-06 18:14:21, 593 ნახვა

საზოგადოება
საპატრიარქოს იურისტი ნინოწმინდაზე - არასამთავრობოებს გაუწიეს ანგარიში, ბევრი ხმაური რომ არ აეტეხათ

არასამთავრობოებს გაუწიეს ანგარიში, ბევრი ხმაური რომ არ აეტეხათ, - ასე ეხმაურება საქართველოს საპატრიარქოს იურისტი ედიშერ ქარჩავა სასამართლოს დროებით განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, ნინოწმინდის პანსიონი ბავშვების ნაწილმა უნდა დატოვოს.

მისივე თქმით, ეს იყო ნაჩქარევი გადაწყვეტილება და შესაბამის დასკვნებს უნდა დალოდებოდნენ.

 „ჩვენ მათ შეფასებას უნდა დავლოდებოდით, და შემდგომ მიგვეღო გადაწყვეტილება. ამიტომაც მიგვაჩნია, რომ ეს იყო ცალმხრივად, ნაჩქარევად მიღებული წინასწარი დროებითი ღონისძიება, ანუ უზრუნველყოფის ღონისძიება იმ შშმ პირების გაყვანასთან დაკავშირებით.

ჯერ შეესწავლათ კომპეტენტურ ორგანოებს, დაედოთ შესაბამისი დასკვნები და მიღებულიყო გადაწყვეტილება, ვინაიდან დაუყოვნებლივ გაყვანის აუცილებლობა თუ დადგებოდა, თვითონ სახელმწიფო სტრუქტურა მიიღებდა ამის შესახებ გადაწყვეტილებას.

მიმაჩნია, რომ ეს იყო უბრალოდ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის რაღაც ანგარიშის გაწევა ცალმხრივად, იმისათვის, რომ მათ ბევრი ხმაური არ აეტეხათ“, - აცხადებს ედიშერ ქარჩავა ტელეკომპანია „იმედთან“ სატელეფონო ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ 11 ბავშვი გაიყვანა, მათ შორის 1 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics