02:02 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-03 23:36:54, 635 ნახვა

კომენტარი
ზურაბ ჯაფარიძე სენატორებზე: აინტერესებდათ და ამას ღიად გვეკითხებოდნენ - რაში შეიძლება დაეხმაროს ამერიკა ამ ქვეყანას

„აინტერესებდათ და ამას ღიად გვეკითხებოდნენ - რაში შეიძლება დაეხმაროს ამერიკა ამ ქვეყანას“, - ამის შესახებ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ სენატორებთან საუბარი იყო საარჩევნო სისტემაზე და პოლიტიკურ დევნაზე.

„საუბარი იყო ყველაფერზე. აინტერესებდათ და ამას ღიად გვეკითხებოდნენ - რაში შეიძლება დაეხმაროს ამერიკა ამ ქვეყანას.

ცხადია, ჩვენ საუბარი გვქონდა ყველა იმ პრობლემაზე, რომელზეც ჩვენ ყოველდღე ვსაუბრობთ, მათ შორის მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაზე, საარჩევნო სისტემაზე, პოლიტიკურ დევნაზე და ა.შ.

თუმცა ამის მიღმაც იყო საუბარი.

მე პირადად ვუთხარი, რომ ამ ქვეყნის მთავარი გამოწვევა არის ეკონომიკური გამოწვევა, ჩვენ გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა და მთავარი შემაფერხებელი ფაქტორი აქ არის უსაფრთხოების გამოწვევები, ამიტომ პრინციპული საკითხია საქართველოს ნატო-ში წევრობა, რომ დაჩქარდეს რაც შეიძლება მეტად“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics