|
2021-05-28 15:32:14, 527 ნახვა
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: სახელმწიფოს ხელშეწყობით განვითარებული სტარტაპების მიერ მილიონობით ლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა მოზიდული
„საქართველოს მთავრობის პრიორიტეტს წარმოადგენს ცოდნასა და ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარება და ბოლო წლების განმავლობაში ძალიან აქტიურად მონაწილეობს სახელმწიფო ინოვაციური ეკოსისტემის ჩამოყალიბებასა და ხელშეწყობაში. ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში დღეს თავმოყრილია როგორც ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ასევე ტექნიკური დახმარების, აქსელერაციის, მენტორშიპის მთელი რიგი ინსტრუმენტები, რაც ხელს უწყობს სტარტაპების განვითარებას" - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ, ირაკლი ნადარეიშვილმა გლობალური სტარტაპ ფონდის რიგით მე-3 ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც ინვესტორების მიერ შერჩეულმა 16-მა სტარტაპმა პრეზენტაციები გამართა საერთაშორისო ინვესტორებისგან დაფინანსების მოსაპოვებლად. მინისტრის მოადგილის შეფასებით, ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორების მონაწილეობა და მათი დაინტერესება ეკოსისტემის განვითარებაში და ამ მხრივ, ბოლო ორი წელი იყო განსაკუთრებით წარმატებული. „გასულ წელს, პანდემიის პერიოდში, ქვეყანაში შემოვიდა მსოფლიო დონის აქსელერატორი კომპანია, რომელსაც მოჰყვა, ერთი მხრივ, „საქართველოს ბანკის" მილიონდოლარიანი საინვესტიციო პაკეტი სტარტაპ-ეკოსისტემაში, ასევე მთელი რიგი კომპანიების მიერ საერთაშორისო ინვესტორებთან ხელშეკრულებების გაფორმება, მათ შორის სილიკონის ველზე, ამერიკაში. დღეს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი პროგრამების თვალსაზრისით ინვესტირებულია დაახლოებით 11 მილიონი ლარი ეკოსისტემის განვითარებაში, ხოლო სტარტაპების მიერ მილიონობით ლარის ოდენობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციაა მოზიდული" - აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა. გლობალური სტარტაპ-ფონდი არის პირველი საერთაშორისო სტარტაპ-ფონდი საქართველოში, რომელიც ისრაელის სილიკონ ვადის ინვესტორებისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით BTU-ში დაფუძნდა. ფონდში პირველი მსხვილი დაფინანსება GITA-სთან პარტნიორობით, 1 300 000 ლარის ოდენობით, სტარტაპ Echolize-ში 2019 წელს განახორციელა. 2021 წლიდან MIT-ს სამეწარმეო ცენტრში გაწევრიანების შემდეგ, BTU-ს სტარტაპ ფონდის ყველა პარტნიორ კომპანიას, სტარტაპს და ინვესტორს გაეხსნა წვდომა Martin Trust Center-ის საერთაშორისო ქსელთან, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი სტარტაპ ეკოსისტემაა მსოფლიოში.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)