15:10 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-27 23:47:35, 649 ნახვა

ეკონომიკა
გენადი არველაძემ მალტის ტურიზმის მინისტრთან თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა

საქართველოსა და მალტას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და პანდემიის შედეგად ტურისტული ინდუსტრიის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და მალტის ტურიზმის მინისტრმა კლეიტონ ბარტოლომ.

აღინიშნა, რომ ტურიზმი ორივე ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი სექტორია. ამდენად, პანდემიის შედეგად როგორც საქართველოს, ასევე მალტის ტურისტულ ინდუსტრიას მსგავს გამოწვევებთან მოუწია გამკლავება. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის კუთხით და ისაუბრეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მათ როგორც ზოგადად ეკონომიკის, ასევე კონკრეტულად ტურისტული სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით განახორციელეს.

მინისტრის მოადგილემ მალტის ტურიზმის მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ წარადგინა საკუთარი კანდიდატურა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობაზე. კენჭისყრა მიმდინარე წლის ივნისში უნდა გაიმართოს. გენადი არველაძემ კლეიტონ ბარტოლოს არჩევნებში მხარდაჭერა სთხოვა.

დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალურ ფორმატში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics