|
2021-05-27 17:42:04, 777 ნახვა
რეგიონი
აჭარის მთავრობა ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს დაეხმარება
საკითხი შერეული სამთავრობო კომისიის სხდომაზე განიხილეს. სხდომას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე ხელმძღვანელობდა. კომისიის რეკომენდაციითა და აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით რესპუბლიკური ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსური დახმარება ხანძრისა და სტიქიის შედეგად დაზარალებული 14 ოჯახს გაეწევა. გამოიყოფა 106 914 ლარი, რაც მოხმარდება დაზიანებული საცხოვრებელი სახლების აღდგენა/მშენებლობა/რეაბილიტაციას. „შერეული სამთავრობო კომიის მორიგ სხდომაზე განვიხილეთ სხვადასხვა სტიქიური მოვლენების დროს დაზარალებული ოჯახების დახმარების საკითხი. კომისიის რეკომენდაციას უახლოეს დღეებში წარვუდგენთ მთავრობის თავმჯდომარეს. დახმარებას ხანძრის შედეგად დაზარალებული 6 ოჯახი და ძლიერი ქარის შედეგად დაზარალებული 8 ოჯახი მიიღებს. თანხები გადანაწილდება ქ. ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურისა და შუახევის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ოჯახებზე “, - განაცხადა მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ. 2021 წელს, იანვრიდან დღემდე, აჭარის მთავრობის სარეზევო ფონდიდან სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 36 ოჯახს ფინანსური დახმარების სახით ჯამში გაეწია 332 530 ლარი. 2020 წელს აღნიშნული მიმართულებით სარეზერვო ფონდიდან 1411 ოჯახს გამოეყო 2 729 814 ლარი.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)