|
2021-05-27 12:48:52, 615 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ მომხმარებელს ევექსი კლინიკების ქსელში 0%-იან განვადებას სთავაზობს
„საქართველოს ბანკი“ მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზებას განაგრძობს. უკვე დღეიდან, ევექსის კლინიკებში საქართველოს ბანკის 0%-იანი განვადებით სარგებლობა მომხმარებელს დამატებითი საკომისიოს გარეშე შეუძლია. პროდუქტით სარგებლობისას შესაძლებელია სამედიცინო სერვისებზე დანახარჯი დროში გადანაწილდეს და მომხმარებელმა სასურველი სამედიცინი მომსახურებით მარტივად ისარგებლოს. მომხმარებელი სასურველ მომსახურებაზე განვადების დამტკიცებას ევექსის კლინიკებში, 15 წუთში შეძლებს. განვადება გავრცელდება 200 ლარის ზემოთ ღირებულების ნებისმიერ ამბულატორიულ სერვისზე. მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, თანხა 6 თვიდან 1 წლამდე პერიოდზე გადაანაწილოს. განვადება ვრცელდება ევექსი კლინიკების ქსელში სპეციალისტების კონსულტაციაზე, ლაბორატორიულ გამოკვლევებზე, ექოსკოპიურ და რენტგენოლოგიურ გამოკვლევებზე, კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე და 800-მდე სხვა დასახელების ამბულატორიულ სამედიცინო სერვისზე. განვადებაზე განაცხადის შევსებას შეძლებს როგორც საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ასევე ამ პროდუქტით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანი. განვადებასთან ერთად ევექსი კლინიკები პროექტის - HEALTHY CLUB-ის ფარგლებში საქართველოს ბანკის ლოიალურობის პროგრამა PLUS- ში ჩართულ მომხმარებლებს და SOLO-ებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. შეთავაზება უნიკალურია და ჯანსაღი ცხოვრების წესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პროდუქტებზე 50%-მდე ფასდაკლებებს გულისხმობს. HEALTHY CLUB შეიქმნა განსაკუთრებული შინაარსით. ის აერთიანებს იმ მიმართულებებზე ფასდაკლებებს, რომლებიც ცხოვრების ჯანსაღ წესსა და ჯანმრთელობას უკავშირდება. HEALTHY CLUB გულისხმობს 50%-მდე ფასდაკლებას სრულიად ულიმიტოდ და შეუზღუდავად 800-მდე დასახელების ამბულატორიულ და ლაბორატორიულ სერვისზე, ექოსკოპიასა და კონსულტაციაზე; სპეციალური ჯანმრთელობის სრული შემოწმების Check-up პროდუქტებზე, რომლებიც პროექტის ფარგლებში სამედიცინო გუნდის მიერ შეიქმნა; მაღალტექნოლოგიურ გამოკვლევებზე; სტომატოლოგიური სერვისების სრულ სპექტრზე, მათ შორის, ესთეტიკის სერვისებზე.
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)