15:11 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-05-21 12:17:44, 696 ნახვა

ეკონომიკა
საფრანგეთის გასტრონომიულ ფესტივალზე ქართული ღვინო იქნება წარმოდგენილი

ქართული ღვინო საფრანგეთის პრესტიჟულ გასტრონომიულ ფესტივალზე „SAVIM Printemps Salon des Vignerons et de la Gastronomie", ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიის "Le Pont Caucasien" ორგანიზებით იქნება წარდგენილი.

ფესტივალი ქალაქ მარსელში 21-24 მაისს იმართება და მასში საფრანგეთის ბაზარზე არსებული სხვადასხვა ქვეყნის ღვინოების იმპორტიორები მონაწილეობენ. Covid-19-ის პანდემიის გამო, ვიზიტორთა რაოდენობა წელს ლიმიტირებულია.

კომპანიის Le Pont Caucasien" ხელმძღვანელი, ენოლოგი ილია კახოიძე ფესტივალის სტუმრებს იმ ღვინოებს გააცნობს, რომლებიც უკვე იყიდება საფრანგეთში. 

ფესტივალი „SAVIM Printemps Salon des Vignerons et de la Gastronomie" 1989 წლიდან ტარდება და ითვლება ერთ-ერთ წამყვან  გასტრონომიულ ღონისძიებად. მას სარესტორნო ქსელების, ღვინის ბარების და ღვინით ვაჭრობის სფეროს სხვა წარმომადგენლები სტუმრობენ, რაც კიდევ უფრო  შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობას ამაღლებას  და საექსპორტო პოტენციალის ზრდას.

ქართულ ღვინოზე, განსაკუთრებით კი ქვევრის ღვინოზე, მოთხოვნილება ყოველწლიურად მზარდია მეღვინეობით სახელგანთქმულ საფრანგეთში, სადაც 2020 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 114 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 22%-ით აღემატებოდა 2019 წლის ექსპორტს. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში ექსპორტირებულია 16 ათასი ბოთლი ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 180%-ს მიაღწია.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics